
ჩინეთში კაიუანის ქალაქში, საბავშვო ბაღში შეჭრილმა მამაკაცმა ბავშვები დააზიანა.
ბრალდებული 23 წლის მამაკაცია, რომელმაც ბავშვებს ნატრიუმის ჰიდროქსიდი შეასხა. შედეგად დაზიანებულია 51 ბავშვი და 3 მასწავლებელი.
თავდასხმის მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც სამართალდამცავები აცხადებენ დამნაშავეს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება.