პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულმა პიროვნება შსს-ს მიმართა თხოვნით გამოეძიებინათ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ „პორნოგრაფიული“ მხარე და შეეზღუდათ ჩვენება. მისი თქმით ამ ფილმის ჩვენება საზიანოა საზოგადოებისთვის, რადგან შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტს და ცუდ გავლენას ახდენს მნახველებზე.
მიუხედავად მისი მოთხოვნისა, შინაგან საქმთა სამინისტრომ ფილმში არსებული კადრები პორნოგრაფიად არ მიიჩნია და შესაბამისად არც გამოძიება არ დაწყებულა.