
„სული“ - ასე ქვია Pixar-ის ახალ შემოქედებას, რომელიც მაყურებელში მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.
სტუდიამ „soul“-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. მულტფილმის გამოსვლა 2020 წლის ივნისში იგეგმება. ეს კოკოს შემდეგ კიდევ ერთი ანიმაციური ფილმია, რომელიც სიკვდილის თემატიკას ეხება.
“Soul”-ის მთავარი პერსონაჟი სკოლის ბენდის მასწავლებელი ჯოი გარდენერია, რომელსაც ცნობილი მსახიობი ჯეიმი ფოქსი ახმოვანებს, და რომლის ნამდვლი გატაცება ჯაზის სიყვარულია. მას შემდეგ, რაც გარდენერი ორმოში ჩავარდება, იგი აღმოჩნდება მისტიურ ადგილზე, სადაც ის მხოლოდ და მხოლოდ სულია.
ანიმაცია მიზნად ისახაცს ცხოვრების მნიშვნელობის შესწავლას და გააზრებას თუ რას ნიშნავს გქონდეს სული.
არის თუ არა ეს მხოლოდ საბავშვო ფილმი?! - ვგონებ - არა. შესაბამისად, უფროსები და პატარები პიქსარის შემოქმედების ყურებისას კიდევ ერთხელ ვიტირებთ ერთად.