-
2019-11-07 13:29
სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ინტერესის ობიექტი „ბიუ-ბიუს“ ქათმის პროდუქტები აღმოჩნდა.
ანტი-პიარი თუ უბრალოდ მწარე რეალობა?!
ყოველი ახალი კომპანიის დადანაშაულების შემთხვევაში საზოგადოებას სწორედ ეს კითხვა უჩნდება.
ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევა, როდესაც საკვები პროდუქტის მწარმოებელი კომანიები სხვადასხვა შხამქიმიკატების გამოყენების გამო ჯარიმდებიან. თუმცა, ასევე ხშირად ვგებულობთ, რომ არსებული პროდუქტები „თურმე“ არც ისეთი საზიანო ყოფილა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ინტერესის ობიექტი „ბიუ-ბიუს“ ქათმის პროდუქტები აღმოჩნდა.
მათი ინფორმაციით ნაწარმში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“ და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. „ - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ანგარიშში.