ვანო ზარდიაშვილმა საქართველოს პარლამენტი დატოვა

Image

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა  გაავრცელა.

 

 

 

„2016 წლიდან მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ. ამისდა მიუხედავად, ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს.

 

 

სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები – ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან.

 

 

დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ, გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ, ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად.

 

 

მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოეულ მოქალაქეს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და მხარდაჭერა გამოვუცხადო ქვეყნის განვითარების საქმეში“,- აღნიშნულია ვანო ზარდიაშვილის განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციასზე თავდასხმაში ადანაშაულებს

2020-02-25 18:07
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

2020-02-25 17:33
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინეს

2020-02-25 17:09
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ...

სამტრედიასთან ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

2020-02-25 16:48
სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რჩეული ვიდეოები

ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტ ვარსკვლავი ერთ დღეში გახდა(ვიდეო)

2020-02-23 17:27
შარლოტ ავბერი-ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი ერთ დღეში გახდა.

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0291
0.0079
100
RUB
 - 
4.2607
0.0380
1
USD
 - 
2.7946
0.0133

გუშინ:

ჰიტები:3165 უნიკალური:2231

მიმდინარე:

ჰიტები:79 უნიკალური:74