-
2019-09-19 12:03
ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი თქვა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 ქულა მიიღო. ამის შესახებ ფოთის საკრებულო ავრცელებს ინფორმაციას.
განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს. როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა და ის ქიმიის მასწავლებელია.