ჰააგასა და ამსტერდამში 5 და 6 ოქტომბერს ქართველი ემიგრანტებისთვის ლაშა ღლონტი სოლოკონცერტს გამართავს.
ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია ,"ვორლდ ოფ დიასპორა"-ს ორგანიზებით, ქართველი ემიგრანტების მოთხოვნით დაიგეგმა. მომღერალი ქართველ ემიგრანტ ქალბატონ ლალი ბუთბაიასთან ერთად დუეტს შეასრულებს, თუ რა სიმღერაზე შეაჩერეს არჩევანი, ამ ეტაპზე მუსიკოსმა საიდუმლოდ დატოვა.