გუგუტიაანთკარში გორის მერი გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა, ამის შესახებ qartli.ge-ს კონსტანტინე
თავზარაშვილმა თავად განუცხადა.
როგორც მან თქვა, არსებულ სიტუაციას ადგილზე შვებულების დასრულების შემდეგ გაეცნობა.
,,ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას
მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,“
-განაცხადა თავზარაშვილმა.
გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.