მიხეილ სააკაშვილი:"ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს – რუსეთი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში სტატუსს  აქვეყნებს და ამბობს, რომ

 თავისუფლებისმოყვარე თაობა ვარდების რევოლუციის თაობაა.

 

„სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა,

იცოდეთ, თითოეული  თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის

მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე

დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის.

თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა.

 თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს – რუსეთი, ივანიშვილი,

მისი გარემოცვადა მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი 

თქვეთაგანირიგითი ჯარისკაცი. თქვენ შეიძლება, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა.

შეიძლება, ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი მოსაზრებები,

მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც,

მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად  დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტრადიცია,

აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

 

ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს,

ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამიანებმა უდიდესი

წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან „პარტაქტივი“,

ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი

ადამიანები. მინდა, ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას.

ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ

კამათს ყოველთვის მოვასწრებთ  იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება

ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს. ყველაფერი კარგად იქნება. ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე.

რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2725
0.0053
100
RUB
 - 
4.6078
0.0229
1
USD
 - 
2.9701
0.0000

გუშინ:

ჰიტები:813 უნიკალური:668

მიმდინარე:

ჰიტები:425 უნიკალური:342