მალხაზ მაჩალიკაშვილი - მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული

Image

მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა

 

მალხაზ მაჩალიკაშვილის მისი ძმისშვილის ბრალეულობას 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.

 

„მორის მაჩალიკაშვილის დაკავება არის პირდაპირი შურისძიება, რახან მე გავუშალე კარავი. ყველამ კარგად იცის, იმ დღეს, როცა დავაპირე კარვის გაშლა, იყო წინააღმდეგობა საპატრულო პოლიციის მხრიდან. მატყუებდნენ, რომ მერიას უნდა ჩაეტარებინა ფილების რეაბილიტაცია, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, კარვის გაშლის უფლება მქონდა. 430 დღე-ღამეზე მეტია, ვდგავარ აქ. ჩემ გვერდით იდგა ჩემი ძმისშვილი, რომელიც თემირლანის მკვლელობის მერე, მყავს როგორც თემირლანიჰუსეინა, იგივე მორის მაჩალიკაშვილი, მხეცურად მოკლული თემირლანის იგივე ძმაა, ის თემირლანის ადგილას არის დაყენებული. სრული აბსურდია, რაშიც დღეს ადანაშაულებენ, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები არ მინახავს. იმ დღეს აქ იყო მთელი ქვეყანა. ყველამ კარგად ვიცით, ეს რასაც უკავშირდებოდა; ეს იყო გავრილოვის, მტრის ჩამოყვანა და ჩვენს თავზე დასმა. ჰუსეინა აქ არის 11 თვის განმავლობაში, იმის მოლოდინში, ამათ მხეცურად ჩადენილ დანაშაულზე როდის გაგვცემენ პასუხს. ის იმ აქციის ორგანიზების გულისთვის არ მოსულა. ჰუსეინა 11 თვეა, დგას აქ იმის მოლოდინში, როდის აღიარებს სახელმწიფო თავის ჩადენილ დანაშაულს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, პირადად არ უნახავს კადრები, სადაც ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებს.

 

„თუ ჰუსეინ მორის მაჩალიკაშვილი, როგორც სხვები, პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, არ ვიცი, მე ეს კადრები არ მინახავს. თუნდაც რომ უწევდეს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი, თუ სადღაც ჩაერია, თუ სადღაც ძალა გამოიყენა, ამ ხელისუფლებამ მიიყვანა მაგ დონემდე. ის იყო დაკავებული, გაასამართლეს, გაათავისუფლეს, მისცეს შენიშვნა.

 

ჩემი საქმიდან გამომდინარე, სრულ უნდობლობას ვუცხადებ შსს-საც, პროკურატურასაც და სასამართლოსაც. თუ როგორ ცდილობენ ჩემ საქმეზე ყველაფრის გაპრავებას გადაფარვას. მე უბრალოდ შოკში ვარ. როგორ უნდა მივმართო, ან რა უნდა ვუთხრა დღევანდელ ხელისუფლებას. ესენი რას ჩადიან, საიდან მოვიდნენ. გეუბნებით მართლა შოკში ვარ. იმედი მაქვს, დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას უშვებენ. ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

 

რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.3088
0.0000
100
RUB
 - 
4.6461
0.0000
1
USD
 - 
2.9718
0.0000

გუშინ:

ჰიტები:413 უნიკალური:351

მიმდინარე:

ჰიტები:97 უნიკალური:82