დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, იაპონიის ქალაქ ოსაკაში რამდენიმე კვირაში დაგეგმილი მაღალი რანგის შეხვედრების ფარგლებში ის რუსეთის ლიდერის გარდა, ჩინეთის პრეზიდენტსაც შეხვდება.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნით ვაშინგტონს მოსკოვისთვის ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუმართავს. ბოლო შეხვედრა ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის თითქმის ერთი წლის წინ შედგა.