სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაზიანებულია შენობის სახურავი და იატაკი.
ქართველი სპეციალისტები რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ განმარტებებს, რაკეტების მწარმოებელი ბულგარული კომპანიისგან ითხოვენ.
მანამდე კი კიკილაშვილებისთვის მიყენებულ ზიანს "ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" აანაზღაურებს.
პარალელურად, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის უშედეგო მუშაობაზე ჩივიან სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები ფერმერები, რომლებიც ძლიერი სტიქიისგან დაზარალდნენ.