-
2019-04-24 17:10
ყაჩაღობა სამეგრელოში - მარტვილის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თავს, შეიარაღებული ნიღბიანები დაესხნენ.
ყაჩაღებმა ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით კი ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული მხოლოდ ერთი თავდამსხმელი დააკავა, სხვა ბრალდებულების დასაკავებლად კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქროს და ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.