დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მეუღლე არ უცემია - "მეფე" საქართველოში დაბრუნდება

Image

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. დიდგვაროვანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ელოდება საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვაზე დაბარებას.

 

 

მისმა ინტერესების დამცველმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი მარწმუნებლის მისამართით ყოფილი ცოლი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ და ღირსებისშემლახველ ცნობებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ყოფილი ცოლი არასდროს უცემია და ის ამ სიმართლეს დაამტკიცებს.

 

„დავით ბაგრატიონს არასოდეს მიუყენებია არანაირი ფიზიკური დაზიანება არათუ ყოფილი მეუღლისთვის, არცერთი პირისათვის. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ მის დისკრედიტაციას. შეჯამებისთვის ფაქტები რომ დავაკავშიროთ უცნაურად ემთხვევა ქრონოლოგიურად ამ განცხადების შეტანა პოლიციაში საქალაქო სასამართლოს მიერ უარის თქმა იგივე მხარის მიერ შეტანილ სარჩელზე, ეს არის ერთიანი კამპანიის მხოლოდ ნაწილი. რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ჩვენ იმ მხარისგან უცნობია, თუმცა დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და ამ სიმართლის დამტკიცებას შევძლებთ,“-განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სავარაუდოდ, სროლა იყო, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ

2020-06-03 21:12
თბილისში, ბაგებში სავარაუდოდ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ...

რადიო "დარდიმანდი" იუბილარია

2020-06-02 12:21
რადიო "დარდიმანდი" იუბილარია", რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა.

ნინოობას პატრიარქი საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

2020-06-01 11:14
დღეს, 1-ელ ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს...

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

2020-06-01 11:12
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.3422
0.0665
100
RUB
 - 
4.3130
0.1160
1
USD
 - 
2.9841
0.0575