-
2019-04-16 18:21
დღეს მსახიობ რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა .
ის 1945 წლის 16 აპრილს თბილისში დაიბადა. მონაწილეობდა ფილმებში: "მხიარული რომანი" , რომელშიც
მისი პერსონაჟი ულამაზეს ეკაზეა შეყვარებული, რის გამოც მომავალ სიმამრთან, ტყვიას ტყვიაში რომ აჯენს,
თავდაპირველად დიდი უთანხმოება აქვს, მათი რომანი მართლაც რომ მხიარულია და ყველაფერი კარგად
მთავრდება.
მსახიობს ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა ელდარ შენგელაიას ფილმმა "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი
ამბავი" .
მონაწილეობდა ფილმებში :"ფერისცვალება" , "სამკაული სატრფოსთვის", "მოდი, ვილაპარაკოთ" და სხვა.
რამაზ გიორგობიანი 1995 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარიამ ნებიერიძე