„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ტურისტული კომპანია მექნებოდა“-ტიტე მიქაძე

Image

 

მთელ ბავშვობას ოცნებებში ვატარებთ, ვოცნებობთ, ვიცნებობთ, მაგრამ წლების მერე, როცა ვიზრდებით,

აღმოვაჩენთ, რომ არც კოსმოსში გავფრინდით და არც აეროდრომი ავაგეთ, რომლითაც ყველა მსურველს უნდა

ეფრინა.

 

 

მაგრამ ხდება ისე, რომ ეს ჩვენი ოცნება ცხოვრების მთავარი მიზანი გახდება და როცა უკვე ვიზრდებით, მისკენ

მიმავალ გზას ვირჩევთ.

 

ჩემი რესპონდენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ტიტე მიქაძე  26 წლისაა, ბავშვობიდან მოგზაურობაზე ოცნებობდა,

ეცნობოდა მსოფლიო ქვეყნების ტრადიციებს და სჯეროდა, რომ ერთ დღეს  მათ მოინახულებდა.

 

დღეს ის რიგით  69-ე ქვეყანას ეწვია და იქედან გვიყვება ამბავზე,  დიდი შრომის შემდეგ რომ მოდის და წარმატება

ჰქვია.

 

47010308_737551416609755_5017154411755995136_n.jpg

 "დავიწყებ იქედან ,რომ  ვერასდროს წარმოვიდგენდი,  საკუთარი  ტურისტული კომპანია თუ მექნებოდა,

ალბათ, დამეთანხმებით, რომ არის ოცნებები, რისი ახდენის გინდა გჯეროდეს, მაგრამ მაინც მისი რეალობაში

წარმოდგენაც გიჭირს.. . ჩემი ამბავიც ასე დაიწყო, ვერასდროს გავბედავდი ფიქრს, იმაზე რაც დღეს მაქვს, ვერ

ვბედავდი იმაზე ფიქრს, რომ წლების შემდეგ მსოფლიოს შემოვლას დავიწყებდი, ვიმოგზაურებდი, მეგონა

ეს იმ ადამიანების ცხოვრებაა, დაბადებიდანვე საგვარეულო მემკვიდრეობის მფლობელები რომ ხდებიან ....

ალბათ, მკითხავთ, რა დროს მივხვდი, რომ ეს ასე სულაც არ იყო.  თავდაპირველად სასტუმროში

მიმტანად დავიწყე მუშაობა, გავიცანი წარმატებული ადამიანები, რომლებსაც ჩემზე გაცილებით

რთული პერიოდი ჰქონდათ გამოვლილი და დღეს ისინი მაინც იქ იყვნენ, სადაც მე მისვლის არ მჯეროდა.  

 

48080094_747144488983781_9087501446525485056_n.jpg

მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ყველამ საიდანღაც დაიწყო, ყველამ იპოვა გზა და გახდა წარმატებული,

ამ გზის პოვნაა ყველაზე რთული, მაგრამ ეს მეც შევძელი, თუ როგორ გავაკეთე პირველი ტური დღემდე

მახსოვს, უცხოელების გაცნობის დროს მათ გავეცანი როგორც გიდი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ სხვა პოზიციაზე

ვმუშაობდი. არ მქონდა გამოცდილება, მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური ენა ვიცოდი. მათი დათანხმების შემდეგ

მოგზაურობისთვის საჭირო თანხა მეგობარმა მომცა და ჯვარზე ავედით. ეს ყველაფერი შვიდი წლის წინ მოხდა და

შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ამ დღემ ჩემი ცხოვრება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეცვალა, რადგან

ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც მიყვარს.

 

44255915_713436265687937_3240903345702961152_n.jpg

 

 

დღეს თბილისში ჩემს პირველ სასტუმროს ვხსნი, კიდევ უფრო წინ მივიწევ და ეს ძალიან მახარებს.

რაც მთავარია, ვცდილობ, საქართველოს ბევრი ტურისტი ესტუმროს და ჩვენს ქვეყანას გაეცნოს.

ამ ჟამად , იორდანიაში ვარ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი

დაინიშნოს, მინდა ამ ქვეყნიდანაც შემოვიდნენ ტურისტები და რაც მთავარია,  აქ მყოფ ქართველებს მეტად

გაუადვილდეთ თავიანთ ქვეყანაში ჩამოსვლა.

 

_რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ხვალ თქვენს  მონათხრობს

წაიკითხავენ ?

 

_ ყველას ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, თქვენზე უკეთ არავინ იცის , რა გინდათ და რა გამოგივათ,

შეუძლებელი არაფერია და მე ამის ნათელი მაგალითი ვარ.

 

 

hg.PNG

 

 

ესაუბრა : მარიამ ნებიერიძე

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !