მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მიტინგის ფონზე გაიმართება

Image

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე იმსჯელებს, ქუთაისში დღეს გაიმართება.

 

ბრალდების მხარე ორივე დაკავებულისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არათუ არ აღიარებენ ბრალს, არამედ ბრალდებას არასერიოზულად და სასაცილოდ მიიჩნევენ.

 

მათი თქმით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს. სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართება, სავარაუდოდ, დაიხურება. ამასთან, არ არის გამორიცხული, “ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის ორგანიზაციამ ვანო მერაბიშვბილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში მიტინგი გამართოს.

 

თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვა და სხვისი კერძო საკუთრების მითვისება, - ამ ოთხი მუხლით წაუყენეს ბრალი ქუთაისში ვანო მერაბიშვილს. რაც შეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, მას ბრალი სამი მუხლით ედება - თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვა.

 

ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები, დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო დღის განმავლობაში იმსჯელებს აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე. ბრალდების მხარე ორივე ეჭვმიტანლისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !