მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭს „სხვანაირი ქცევის გამო“ სასტიკად გაუსწორდნენ

Image

მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე რუსულ ეკლესიასთან გუშინ, დაახლოებით 23.00 საათზე სამი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა 20-22 წლის ბიჭს.

 

სავარაუდოდ, გამვლელის მიმართ გამოჩენილი აგრესია მისმა ჩაცმულობამ და სიარულის მანერამ გამოიწვია. როგორც „აფხაზეთის ხმამ“ მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა უთხრა, ტროტუარზე დაგდებულ ბიჭს სამი ბიჭი წიხლებს ურტყამდა და „პიდარასტს“ უძახდა:

 

„მე გამოვედი და ყვირილი დავიწყე, რას შვრებით, შვილებო, მასე ხომ მოკვდება-მეთქი. სულ სისხლში იყო ამოთხვრილი და კვნესოდა, ესენი კი ფეხებს ურტყამდნენ დაუნდობლად. ვეხვეწე - არ მოკლათ, ცოდოა-მეთქი და ერთი მომიბრუნდა: ამათ ყოველდღე ასე უნდა ურტყა, ცოტა აზრზე რომ მოვიდნენო. იქ ხომ ვიწრო ქუჩაა და მანქანები ნელა მოძრაობდნენ, გამოვარიდე საცოდავი ბიჭი და ერთ ტაქსში ჩავსვი, რამდენიმე გამვლელიც გამოჩნდა, რომელმაც ჩემი მხარე დაიკავა და თავდამსხმელებს შეუტია“, - ამბობს ქალი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

 

ინფორმაცია მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში „იდენტობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემაც გაავრცელა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები თბილისში გახშირებულია.

 

თბილისში 17 მაისის შემდეგ გამოვლენილი რამდენიმე მსგავსი შინაარსის თავდასხმის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშიცაა აღნიშნული, სადაც უჩა ნანუაშვილი 17 მაისს მომხდარი ფაქტების გამოძიების გაგრძელებას ითხოვს:

 

„როგორც გამოკითხული პირები აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან, 17 მაისიდან დღემდე ადგილი აქვს მათ მიმართ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. კერძოდ, მათი განმარტებით, ადგილი აქვს განსხვავებული გარეგნობის და შეხედულებების გამო მათ დევნას, ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფას, ძალადობასა და მუქარას (თმაზე ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება, ორგანიზაციის ოფისში შეჭრის მცდელობა, ინდივიდუალური საცხოვრებელი მისამართების გარკვევა სავარაუდო ანგარიშსწორებისათვის ა.შ.). რამდენიმე პირი ასევე აღნიშნავს, რომ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებაც მომეტებული საფრთხის შემცველია. ზოგიერთმა მათგანმა შეიცვალა საცხოვრებელი სახლიც, ვინაიდან დაცული არ არის მათი უსაფრთხოება. თითოეული მათგანი, აღნიშნულ ქმედებებს მათ 17 მაისის აქციაში მონაწილეობასა და კონკრეტულ ლგბტ ჯგუფთან გაიგივებას უკავშირებს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !