-
2017-09-20 16:46
,,ქრონიკა+"რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის სასამართლო დასრულდა. პროცესის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დავით ხარშილაძე გამართლდა. ,,უდანაშაულო და თავისუფალია"-წერს ელისო კილაძე.
დავით ხარშილაძეს ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნასა და გასაღებაში ედებოდა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, დავით ხარშილაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
"ქრონიკა +"-ის რედაქტორის შვილი 13 მარტს დააკავეს.
მოსამართლემ ხარშილაძე 13 ივლისს, მის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ, 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.