-
2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ "გაიჩალიჩა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა ასჯერ მეტი საფრთხის შემცველი გახდა პოროშენკოსთვის, ვიდრე მანამდე იყო:
"მანამდე სააკაშვილი უკრაინაში, ფაქტობრივად, მარგინალიზებული იყო და პოროსენკოსთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა, ერთი მყვირალა პოლიტიკოსით მეტი იქნებოდა თუ ნაკლები, ახლა კი სააკაშვილმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინა - მისი წინა იმიჯი ყველას დაავიწყდა და ის ახლა უკრაინის მთავარი ნიუსმეიქერი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ ყველაფრისგან მაქსიმუმს მიიღებს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა "ბარიერში" ჩართვისას.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ პოლონეთი და "აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალები":
"სიტუაციას, შესაძლოა, უფრო ღრმა კონტექსტი ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ ზედაპირზე ვხედავთ. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთ-ერთი ოფიცერია იმ პოლიტიკურ თამაშში, სადაც სხვა ფიგურებიც არიან ჩართული, როგორებიც გახლავან ტიმოშენკო, გრიცენკო, ლვოვის მერი... მე მეჩვენება და, მე მგონი, ტყუილად არა, რომ პოლონეთი ამ ყველაფერს მხარს უჭერს და უკვე საგარეო პოლიტიკაა შემოსული აქ, რადგან პოლნეთს უკვე ყელში ამოუვიდა ის, მისი აზრით, საეჭვო მოვლენები, რაც უკრაინაში ხდება.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ-ის გარკვეული ძალებიც იდგნენ, იგივე ნალივაიჩენკოს ჩართვა, რომელიც მკვეთრად პროამერიკულია და აქვს სერიოზული ხაზები აშშ-სთან, ამაზე მიანიშნებს.
მე მგონია, რომ პოროშენკომ "გაიჩალიჩა". უნდოდა, ეს თავის ტკივილი გადმოეგდო საქართველოსთვის. ჩვენი ხელისუფლება ვერ გაერკვა რა უნდა, და ჩაიხლართა პოროშენკოსთან პარტნიორულ უცნაურ თამაშში. ახლა სხედან და ეშინიათ, მართლა არ გადმოაგდოს პოროშენკომ სააკაშვილი საქართველოში“