-
2017-08-25 21:53
ბორჯომის ხეობაში უკვე მე-6 დღეა, ტყეები იწვის. ხანძარი თავდაპირველად წაღვერის ტყეში, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა, შემდეგ კი, საბოლოო ჯამში, ხეობის ტყეების 100 ჰექტარზე მეტს მოედო.
სამაშველო ცეცხლსაქრობ საქმიანობაში ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნების 6 ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავია ჩართული.
დღეს დილით ბორჯომის ხეობაში 3.000 ქვეითი, მათ შორის, აღმოსავლეთ სარდლობის 1000-დე ჯარისკაცი და სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები შეიყვანეს.
რთული რელიეფის გამო მაშველებს განსაკუთრებულ პირობებში უწევთ მუშაობა. გთავაზობთ "აფხაზეთის ხმის" მიერ გადაღებულ ვიდეოებსა და დათო შალიკაშვილის, მიქაელ ქავთარაძისა და სხვების მიერ გადაღებულ ფოტოებს სტიქიური უბედურების ზონიდან.
დათო შალიკაშვილისა და მიქაელ ქავთარაძის ფოტოები