
გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქზე" თათია დოლიძე "უზრდელურად" მოიხსენია. ამის შესახებ მან "ობიექტივის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს "ორი მეგობრის პრივატული საუბარი" იყო და არავის საქმე არაა, რა სლენგს იყენებდნენ ისინი.
შეგახსენებთ, მანამდე კორკოტაშვილი ამბობდა, რომ "ფეისბუქი" გაუტეხეს.
"ქართული მარშის" ორგანიზატორებში გაღიზიანება გამოიწვია გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის სტატუსმა, სადაც ის აცხადებდა, რომ მარში პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე. გია კორკოტაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ, რის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო.
გია კორკოტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არავისთან არაფერი აქვს საბოდიშო.