-
2014-02-21 09:40
უკრაინაში რუსეთის ელჩმა დატოვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეზიდენცია, სადაც მოლაპარაკება 8 საათზე მეტია, გრძელდება.
რუსეთის ელჩმა უკრაინაში პრესასთან კომენტარზე უარი თქვა. ასევე, არაფერი უთხრა ჟურნალისტებს საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში, რომელმაც მოლაპარაკება უფრო ადრე დატოვა.
იანუკოვიჩის რეზიდენციაში მოლაპარაკება 8 საათის წინ არსენ იაცენუკის, ოლეგ ტიაგნიბოკის, ვიტალი კლიჩკოს, ასევე გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და რამდენიმე ელჩის, ასევე რუსეთის ომბუდსმენის ვლადიმირ ლუკინის მონაწილეობით ტარდება.