-
2014-02-21 08:08
„თავისუფალი ზონის“ წევრი დათო ყიფიანი კიევში, კრეშატნიკის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. ინფორმაციას „თავისუფალი ზონა“ ავრცელებს. დათო ყიფიანს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
განახლებულია: 10:07
დათო ყიფიანი გარდაცვლილებს შორის მოიხსენიეს კიევის ევრომაიდნის სცენაზეც და სხვა გარდაცვილებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ცნობით, სასწრაფოს მიერ გაცემულ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად კლინიკური სიკვდილია მითითებული. დათო ყიფიანი კიევში აქციების დაწყების პირველივე დღეებიდან პროცესებში აქტიურად იყო ჩართული.
ის კიევში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავიდა და “თავისუფალ ზონას” იქ შეუერთდა. დათო ყიფიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. მას მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა.
დათო ყიფიანი კიევში აქციების დაწყების პირველივე დღეებიდან პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. მას მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა.
„აფხაზეთის ხმა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.