
9 მაისს ე.წ. „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას სპეციალური კომისია შეისწავლის, ხოლო კომისიის მიმართვის შემდეგ, შესაძლოა, შსს-მ იმოქმედოს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ღონისძიება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ხელს შეუშლის, კომისია სამინისტროს მიმართავს და უწყება შემდეგ იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, 9 მაისს თბილისში ჩამოსვლას რუსი ბაიკერების ჯგუფი გეგმავს.