
ევროკავშირმა უკრაინაში ძალადობის გამომჟღავნებისთვის პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესება გადაწყვიტა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ევროკავშირი აყენებს ულტიმატუმს, კიევის მოვლენებში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ:
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მექანიზმები იქნება გამოყენებული. ევროკავშირმა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები დააწესა“, - განაცხადა რომპეიმ.
მისივე თქმით, უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევა და ახალი პარლამენტის დაკომპლექტება უნდა მოხდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ უკანასკნელ დღეებში ადამიანთა ტრაგიკული გარდაცვალება. სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ მინისტრები, რათა ძალადობაში პასუხისმგებელთა წინააღმდეგ სანქციები გაატარონ“, - დასძინა ჰერმან ვან რომპეიმ.