ენმ-ს პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ყრილობის 7.000 დელეგატიან ფორმატს დაუჭირა მხარი

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე განსახილველად გატანილი პარტიის ყრილობის ორი ფორმატიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნილ ვარიანტს, სადაც 7.000-მდე დელეგატია გათვალისწინებული. 

 

კენჭისყრას წინ უძღოდა განხილვა და დებატები. მეორე ვარიანტად განიხილებოდა მრავალრიცხოვანი, წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარება, სადაც 7.000-დე დელეგატი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ჯგუფში, რომელმაც ეს ვარიანტი შექმნა, შედიოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინო კალანდაძე, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვები. ცნობილია, რომ ენმ-ს დამფუძნებელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებას უჭერს მხარს და ამას იმით ხსნის, რომ პარტიის მხარდამჭერები და აქტივი ფართოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ენმ-ს ყრილობაზე. 

 

საპირისპიროს ამტკიცებენ პოლიტსაბჭოს ის წევრები, ვისაც 2.000 დელეგატი საკმარისად მიაჩნია ყრილობის ჩასატარებლად. მათი განმარტებით, დელეგატთა ეს რაოდენობა წარმომადგენლობითი იქნება, ამასთან, პოლიტსაბჭოს წევრთა ეს ნაწილი ევროპული და ამერიკული წამყვანი პოლიტიკური პარტიების მაგალითს იშველიებენ, რომელთაც ასეულობით ათასი წევრი ჰყავთ, ყრილობაზე კი პარტიას, მაქსიმუმ, 2-3 ათასი დელეგატი წარმოადგენს. 

 

როგორც პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სხდომის მიმდინარეობის დროს იტყობინებოდა, ენმ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. მისი თქმით, ასეთად მას დავით ბაქრაძე ესახება, ვისი არჩევაც ენმ-ს "ელექტორალურადაც ხელს აძლევს". 

 

სხდომაზე გია ბარამიძემ კომპრომისული ვარიანტის შემუშავების წინადადება წარმოადგინა, რომ მოხდეს შეჯერება დელეგატთა იმ რაოდენობაზე, რაც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარების მომხრეებმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადეს და მზად იყვნენ, კიდევ ორი დღის განმავლობაში ემუშავათ პოლიტსაბჭოს დანარჩენ ნაწილთან, რათა კონსენსუსამდე მისულიყვნენ, თუმცა, კომპრომისული ვარიანტზე დამატებით მუშაობის წინააღმდეგი აღმოჩნდა გიგა ბოკერია, რის შემდეგაც გია ბარამიძის წინადადება კენჭისყრაზე გაიტანეს. სხდომას პოლიტსაბჭოს 50 წევრი ესწრებოდა, საიდანაც 22-მა გია ბარამიძის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე კი 19 იყო.

 

კომპრომისულ ვარიანტზე წინადადება არ გავიდა, რის შემდეგაც პოლიტსაბჭომ კენჭი უყარა უშუალოდ ყრილობის ჩატარების ფორმატთან დაკავშირებულ წინადადებებს - ჩატარდეს ყრილობა 2.000 თუ 7.000 დელეგატით. პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ 7.000 დელეგატიანი ყრილობის ფორმატს დაუჭირა მხარი: 25 მომხრე, 24 წინააღმდეგი, ერთმა კი თავი შეიკავა.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ცნობილი მსაჯი ბორდელში დააპატიმრეს - მას იარაღი და კოკაინი აღმოუჩინეს

2020-05-30 10:07
სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი ბოსნიაში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ...

„დოიჩე ველე" - ავიაკომპანია Lufthansa გარკვეული სახით გაკოტრების შესახებ განცხადებას განიხილავს

2020-05-30 10:03
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ გაკოტრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „დოიჩე...

ავტოქარხნის დასახლებაში მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა

2020-05-30 09:52
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით...

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

2020-05-30 09:49
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.5366
0.0000
100
RUB
 - 
4.5026
0.0000
1
USD
 - 
3.1761
0.0000