
დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოში უნდა იმსჯელონ.
უცნობია, რომელ საათზე შეიკრიბება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომლებმაც რუსთავი2-ის იურისტების საკასაციო სარჩელი უნდა განიხილოს.
უზენაესი სასამართლოს ეზოში, სასამართლო სხდომის პარალელურად 14:00 აქცია გაიმართება.