„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი „ფეისუბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის მარტში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო:
„მარტო მარტის თვეში (2013 წელს), ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო.
დაწვრილებით ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ“, - წერს ნადირაშვილი.