"Freedom House"-ს დირექტორი აშშ-დან დევიდ კრეიმერი აცხადებს, რომ იანუკოვიჩმა ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა გადადგეს.
მისი განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები არ იძლევიან ბრძანებებს, ესროლონ ხალხს, რომელიც უფრო ღია ხელისუფლებას ითხოვს. დევიდ კრეიმერის აზრით, ახლა უკვე აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იფიქრონ, რა სანქციები გამოიყენონ. „ეს მათ აქამდეც უნდა გაეკეთებინათ“, - აცხადებს კრეიმერი.