-
2014-02-18 23:53
Pussy Riot-ის ორი ცნობილი აქტივისტი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა და მარია ალიოხინა სოჭში დააკავეს. პოლიციის განმარტებით, აქტივისტების დაკავების მიზეზი იმ სასტუმროში დაკარგული ნივთები გახდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
Pussy Riot-ის აქტივისტები წერენ, რომ ისინი სოჭში აშშ-იდან ჩავიდნენ, სადაც კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, ამიტომ არ უკვირთ, რომ პოლიციისა და ფსბ-ს ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ისინი წერენ, რომ სოჭში უკვე ორჯერ დააკავეს, ერთხელ რამდენიმე საათი პოლიციის განყოფილებაში, მეორედ კი ფსბ-ს განყოფილებაში გაატარეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკითხვა სასტუმროს ყველა მცხოვრებს ეხება და Pussy Riot-ის აქტივისტები გამონაკლისი ვერ იქნებოდნენ.
