თინა ხიდაშელი: "დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოჰკრა..."

Image

თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი 31 მარტს დაანონსებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვიდეო პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავდა. 

 

თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" წერს, რომ ტელემედია მთელი დღის განმავლობაში ტირაჟირებდა ტყუილს, თითქოს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მორიგი სერია გავრცელდა:

 

"ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ბევრი ადამიანის ბედზე და წარმატებაზე. აქ შეცდომა დაუშვებელია, ემოციები უსარგებლო.

 

ის რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც კი ოდესმე მიკეთებია, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ საკეთებელზე რისი კეთებაც შემდეგი წლების მანძილზე მომიწევს.

 

ამიტომ ვცდილობ ბოროტებს, უზნეოებს, ჭორიკნებს, მატყუარებს პასუხი არ გავცე, ემოცია დავთრგუნო, ყველაფერი რაც მე პირადად მეხება გვერდზე გადავდო, არ ავყვე და პირიქით მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით შევუძახო საკუთარ თავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის და საქმის მნიშვნლეობის გამო უნდა ავიტანო, მოვითმინო, საქმეში დავიკარგო.

 

მაგრამ ეხლა გიგა მოვიდა სახლში. ისეთ დაღლილია არაფრის თავი არ მაქვსო გამოგვიცხადა. მამა დაუჯდა და საშინაო დავალება - მოთხრობას უკითხავს. მე მთელი დღე ეკრანს ვუყურებდი და ვერ მივხვდი რამე უნდა დამეწერა თუ არა. ეხლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გავატარო.

 

სცენარი იგივეა, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ვიდეო აიტვირთა, მერე დაიბლოკა, ირკვევა რომ პრაქტიკულად არავის უნახავს, ჭორაობა დაიწყო. თუმცა იყო ერთი "მცირე" დეტალი. პროკურატურის რეგისტრატურის წინ მდგომ დასაკითხად მისულ ახალგაზრდას ჟურნალისტმა კითხა "პოლიტიკოსის კადრები იყო?". "დიახ" იყო პასუხი. ასევე ქალბატონი იმავე პროკურატურასთან, იმავე მიზნით მისული ასევე სხვათაშორის ამბობდა რომ "პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო".

 

ამ პატარა გასაუბრებით ამოცანა შესრულდა. ეჭვი გაჩნდა, და მგმობელი, მორალისტი, მაწყევარი, მაგინებელი არ დაილია.

 

და არც კი ვიცი სერიოზულად უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ამ 2 ადამიანს მინდა ვკითხო, ასეთ ტყუილს რომ იტყვი, ადამიანს ლაფში ამოსვრი, სრულიად ჩვეულებრივ ცილისმწამებლად და შანტაჟისტად რომ იქცევი, მერე რით განსხვავდები იმ ხალხისგან ვისაც ასე გულმოდგინებით "გმობ" ვიდეოების გავრცელებისთვის?

 

აღარაფერს ვამბობ სრულიად ქართულ ტელე მედიაზე, რომელმაც არ დაიზარა და მთელი დღე ტირაჟირებდა ამ ტყუილს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების მორიგი სერია გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში.

 

უკვე წარმომიდგენია როგორი მჭერმეტყველი იქნება ხვალ ბეჭდური მედია.

 

თუმცა შესაძლოა ამოცანაც ეს იყო.

 

დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოკრა, მერე ტელევიზიით 200 ათასმა ცილისწამება და ტყუილი მოისმინა, მერე ვიღაცამ ჭორაობით გული იჯერა ზოგმა განზახ, ზოგმა "გულწრფელი აღშფოთებით” და მორჩა.

 

ისინი ფიქრობენ — მიზანი მიღწეულია.

 

მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ ბატონებო, ჩემი მიზანი რომელსაც ვემსახურები, ვიშრომო, ვიბრძოლო, ვიცხოვრო ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედნიერებისთვის, გაცილებით უფრო დიდია, უფრო საინტერესო, უფრო მშვენიერი და ჯერ არავის მოუფიქრებია და არ გამოუგონიათ ძალა რომელიც გამაჩერებს.", - წერს თინათინ ხიდაშელი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !