![Image](/images/thumbs/c559da2ba967eb820766939a658022c8_fulltext.jpg)
კიევში დაღუპული 5 დემონსტრანტიდან ერთი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაციას ევრომაიდნის გვერდებზე ინტერნეტში, გარდაცვლილის პირად მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გარდაცვლილთა სიაში მოხვდა 1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურცია, რომლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერაა გაცემული. ევრომაიდნის გვერდებზე ინტერნეტში წერენ, რომ დოკუმენტების ფოტო გარდაცვლილის სახის იდენტურია.