-
2016-03-26 01:52
ერაყის დედაქალაქის სტადიონზე ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა ორგანიზატორები გამარჯვებულებს აჯილდოვებდნენ. აფეთქების შედეგად, "ფრანს-პრესის" ცნობით, 29 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავდა.
ტერორისტ-თვითმკვლელის აფეთქება კადრში მოხვდა. ინციდენტი სოფელ ალ-ასრიაში დაფიქსირდა, რომელიც ბაღდადის გარეუბანში მდებარეობს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ".


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30