,,გირჩის" საგარეო მდივანი მამუკა კუდავა გახდა

Image

ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის გუნდს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ცნობილი დიპლომატი მამუკა კუდავა ,,გირჩის“ საგარეო მდივანი გახდა.როგორც კუდავა თავის ოფიციალურ განცხადებაში განმარტავს, მან შეთავაზება ზურაბ ჯაფარიძისგან მიიღო და ახალ პოლიტიკურ ცენტრში კონკრეტული მიზნებით მივიდა. 

 

,,არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ როგორც სახელმწიფო მოხელე დიპლომატის რანგში არაერთი წლის განმავლობაში, არც შორს ვყოფილვარ საშინაო პოლიტიკისგან.

 

თანამოაზრეთა ახალ გუნდთან ერთად ჩემი მიზანი არის, რომ ქვეყნის განვითარების კრიტიკულ ეტაპზე შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ორი მთავარი მიმართულებით:

 

1. „ქართული ოცნების“ ქმედითუუნარო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის დამთავრება ოქტომბრის არჩევნებით, კერძოდ ქვეყნის ისტორიაში პირველი ჭეშმარიტად კოალიციური პროდასავლური მმართველობის შექმნის გზით.

 

2. ეკონომიკის სწრაფი პროგრესი, რათა მეტი ფული გაჩნდეს თითოეული მოქალაქის ჯიბეში. მიმაჩნია, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს გააჩნია საუკეთესო ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიმართულია ერთდროულად დაბალანსებული ბიუჯეტისა და

 

ბიუჯეტის გაჭირვებული ოჯახების მიმართულებით ორიენტირებისკენ.

 

ეს ახალი ძალა, როგორც პროევროპული ცენტრისტული პარტია - სოციალურად ლიბერალური და ფისკალურად კონსერვატიული - განსაკუთრებით შეეცდება მოიპოვოს იმ ელექტორატის ხმები, რომელიც გულაცრუებულია ორპოლუსიანი კონფრონტაციული პოლიტიკური პეიზაჟით. ასეთი კი მოსახლეობის ნახევარზე მეტია,"-აცხადებს კუდავა.

 

როგორც ,,გირჩის“ ოფიციალურ გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე წერს, კუდავამ უკვე ჩაიბარა საგარეო მიმართულება.

 

,,ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ისეთმა გამოცდილმა დიპლომატმა, როგორიც მამუკა კუდავაა, საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ დაუკავშირა. იგი დაიკავებს საგარეო მდივნის პოზიციას და „ახალ პოლიტიკურ ცენტრში“ უხელმძღვანელებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას. წარმატებებს ვუსურვებ მას.“- წერს ჯაფარიძე.

 

მამუკა კუდავა გახლავთ წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბოლოს ის იყო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2006 წლის იმ დოკუმენტს, რომლითაც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან საბოლოო გაყვანა მოხდა, საქართველოს მხრიდან სწორედ მამუკა კუდავა აწერს ხელს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !