1970 წელს დაბადებული ვალიკო მჟავია, მეტსახელად "ვალო" - სწორედ ეს ე.წ. კანონიერი ქურდი აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებმა 2016 წლის 19 იანვარს.
დაკავების დროს "ვალომ" აღიარა, რომ "კანონიერი ქურდის" სტატუსს ატარებს და ე.წ. ქურდული გაგების მიმდევარი და წარმომადგენელია. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა მიზნით იმყოფებოდა ვალიკო მჟავია საქართველოში.