
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაქოვმა ბოდიში მოიხადა უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის დროს თავისი ქცევის გამო. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა.
"მე თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან სააკაშვილის ქცევამ აღმაშფოთა. არ უნდა ეცადო, იმაზე უკეთესი გამოჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ხარ, ამიტომაც, მე მომხრე ვიყავი, ეს ვიდეო გამოქვეყნებულიყო ყოველგვარი დამუშავების გარეშე. მე არ ვუხდი ბოდიშს მიხეილ სააკაშვილს, ბოდიშს ვუხდი ხალხს, ვინც ეს ვიდეო ნახა", - განაცხადა არსენ ავაქოვმა.
რაც შეეხება იმ თემას, რომ მისი რეიტინგი ამ დაპირისპირების შემდეგ დაეცა, ავაქოვი ამბობს, რომ ეს იცის, მაგრამ არ ანაღვლებს:
"რაც შეეხება რეიტინგს, ამაზე დიდად არ ვღელავ. რაში მჭირდება რეიტინგი, თუკი მის გამოყენებას არ ვგეგმავ?", - თქვა მან.