
მოსკოვში, ქალაქის ჩრდილოეთით, ტუშინოს რაიონში, მანქანათმშენებელი ქარხნის საწყობებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი შავი კვამლითაა დაფარული.
ხანძარი საწყობებში თბილისის დროით დაახლოებით 21 საათზე გაჩნდა და მისი ლოკალიზება მხოლოდ 01:00-ისთვის მოხერხდა. ლოკალიზების პროცესში 150-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. ავიაცია არ გამოუყენებიათ. საწყობების წვის დროს, რამდენჯერმე, აფეთქების ხმაც გაისმა. შენობები ჩამოინგრა.
ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა, მოქალაქეები თავიანთ ჯანმრთელობაზე წუხან: ხანძრის დროს და მთელი ღამის განმავლობაში შეუძლებელი იყო ოთახის განიავება, ქუჩაში სუნთქვა ჭირდა. დილით სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებები არსებობა გაზომეს, თუმცა, საგანგაშო ზღვრამდე მათ არ მიუღწევიათ.