აშშ-ის ოფიცერი: „NATO რუსეთს 10-20 დღეში ისე გაანადგურებს, კაპიტულაციაზე ხელისმომწერი არ დარჩება“

Image

„იმ შემთხვევაში, თუ თავკერძა პუტინი კრემლიდან გაბედავს NАТО-სთან პირდაპირ კონფრონტაციას,  ალიანსისა და რუსეთის ფედერაციის დაპირისპირება გასტანს არა უმეტეს 10-20 დღისა, შემდეგ კი რუსეთის მხრიდან კაპიტულაციაზე ხელის მომწერი აღარავინ დარჩება“.

 

განაცხადა პენტაგონის ოფიცერმა, საბჭოთა ემიგრანტების შთამომავალმა - დევიდ ჯიუბერგმა (David Jewberg). მან შესაბამისი ინფოგრაფიკაც გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ძალთა თანაფარდობა რუსეთის ფედერაციასა და NАТО-ს შორის.

 

„მრავალჯერ მთხოვეს გამეკეთებინა პროგნოზი რუსეთსა და NАТО შორის პოტენციალური ომის შესახებ. ვისაუბრებ მხოლოდ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ წყაროებშია მოცემული.

 

პენტაგონში, სადაც დღესაც ვმუშაობ, წინასწარაა შემუშავებული მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შესაძლო ომის სცენარები. არასტაბილურ და აგრესიულ რეჟიმებთან  დაკავშირებით საკმაოდ დეტალური გეგმებიც კი არსებობს. ეს გეგმები გულმოდგინედ მზადდება და მუდმივ კორექტირებასაც განიცდის, ხანდახან ჩემი მონაწილეობითაც.

 

რუსეთთან პოტენციური ომი არ იქნება მსგავსი ერაყთან 2003 წლის ომისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი სახელმწიფოს არმიები დაახლოებით ტოლი რიცხვოვნობისაა და ტექნოლოგიურადაც თითქმის ერთნაირადვე არიან განვითარებული, ერაყის არმიის დისციპლინა და გამოცდილება მაინც უფრო მაღლა იდგა ვიდრე რუსეთისა. იქ ლოთობა და ქურდობა მაინც არ იყო. 

 

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სამხედრო საქმე სერიოზულად განვითარდა. თანამედროვე ომებს არ იგებენ ჯარისკაცები, ტანკები და თვითმფრინავები. წარმოგიდგენთ მოკავშირეების გარეშე დარჩენილი რუსეთის (ჩინეთი კონკურენტია და არა მოკავშირე) ომის მოკლე სცენარს ნატოს 28 ქვეყნის წინააღმდეგ.  ესაა ომი 2%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) მსოფლიოს 50%-იან მშპ-სთან. რუსეთის $80 მილიარდიანი წლიური სამხედრო ბიუჯეტი NАТО-ს $800 მილიარდიანი ბიუჯეტის წინააღმდეგ. რეალურად შაშხანა ლაზერის წინააღმდეგ.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინი გაბედავს ბირთვულ დარტყმას (მე კი ვთვლი, რომ გაბედავს), იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოური რაკეტების ნახევარი მაინც მოახერხებს და აფრინდება, აშშ შესანიშნავადაა დაცული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ერთადერთი რისკია საზღვართან  ახლოს მდებარე რუსული წყალქვეშა ნავები. პენტაგონში კი მივიჩნევთ, რომ მათ გადაჭერასაც მშვიდად მოვასწრებთ. რუსეთზე საპასუხო ბირთვული შეტევა კი არ იქნება. ომის სწრაფად დამთავრების უფრო ჰუმანური გზებიც არსებობს.

 

თავიდან მოფრინდებიან უჩინარი ბომბდამშენები (B-2 STEALTH), დაიბომბება სამხედრო ობიექტები და ქარხნები. მერე მოფრინდებიან ახალი ელექტრო-მაგნიტური „CHAMP“ დრონები (მძლავრი მიკროტალღური იმპულსური გამოსხივების მქონე იარაღი),  რომლებიც სამუდამოდ გამორთავენ დიდი ქალაქების მთელ ელექტრომოწყობილობებს. სულ ესაა.  მოგესალმებით შუასაუკუნოვან რუსეთში.

 

პუტინის ხროვა ან ჩრდილოეთკორეა-ირან-სირია-ვენესუელაში მოქუსლავს ან ვირთხებივით ბუნკერში მიიმალება. რუსეთთან ომი NАТО-ს პირველი შეტევიდან 10-20 დღეში დამთავრდება. NАТО-ს ჯარისკაცს რუსეთის სრულ კაპიტულაციამდე ვერავინ ვერ დაინახავს. ერთადერთი რაც პენტაგონს აღელვებს - ვინ მოაწერს ხელს კაპიტულაციას?

 

ომის შემდეგ, NАТО დანიშნავს დროებით მმართველებად და ჩინოვნიკებად თავის ოფიცრებს (მათ შორის შეიძლება მეც კი). ხალხის ყველა ძველ მსახურს ვიხილავთ სასამართლოში ან მოუწევთ ლუსტრაცია. ჩვენი მმართველობისას აღარ იქნება კორუფცია.

 

ჩვენ დამარცხებული რუსეთის მოქალაქეებს დავეხმარებით საკვებით (მერამდენედ), მედიცინით, ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიებით. გადავიყვანთ თქვენს ქვეყანას 21-ე საუკუნეში. მას მერე, რაც რუსეთის მოსახლეობის დეზომბირება მოხდება, ერთ-ორ წელიწადში, დავეხმარებით პატიოსანი არჩევნების ჩატარებაში.

 

რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური მთავრობის არჩევის შემდეგ, დაგიტოვებთ ათასამდე ჩინოვნიკს, რათა არ დავუშვათ მორიგი პუტინი ან სტალინი. ისინი დაგეხმარებიან სწორად განავითაროთ ინფრასტრუქტურა, არმია, პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუციები.

 

როგორც კი თქვენ შეძლებთ საკუთარი ქვეყნის მართვას, ჩვენ დავტოვებთ თქვენს ქვეყანას და შემდგომში ვიქნებით მოკავშირეები და პარტნიორები.

 

გავაკეთებთ ისევე, როგორც გავაკეთეთ: იტალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, კორეაში, პანამაში, ავღანეთში. ერაყში და ლიბანში არ მოხერხდა. ამის შემდეგ მთელი მსოფლიო იქნება მშვიდობიანი და მდიდარი რუსეთის მეგობარი.

 

მდიდარი ქვეყანა კი გახდებით, როდესაც გამოისყიდით NАТО-სთან ომის წამოწყებას, იუკოსს, უკრაინას და МН17-ს -  დაასრულა ჯიუბერგმა.

 

სპეციალურად "აფხაზეთის ხმისა" და informnapalm.org-ისთვის მოამზადა თეიმურაზ ხუნდაძემ

 

NATO-INFOGRAF.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !