
20-ზე მეტი ხე მოიჭრა ორთაჭალა-შინდისის დამაკავშირებელ გზაზე. მერიამ ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის სულ 548 ხის მოჭრისა და გადარგვის ნებართვა გასცა. ტყე “პანორამა თბილისისთვის” გაიკაფა.
ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს "სტუდია მონიტორი" ავრცელებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ფეისბუქის" მომხმარებელი და "თბილისის ფორუმის" აქტიური იუზერი რუსუდან ცირეკიძე "ფეისბუქზე" იხსენებს, რა რეაქცია მოჰყვა თავის დროზე ფორუმზე კიკვიძის ბაღში ხეების მოჭრას (იქ ახლა პოლიციის განყოფილებაა, ახალი დიზაინის შენობით):
"დღემდე მახსოვს ის სიმწარე, რაც ქოცებმა კიკვიძის ბაღში რამდენიმე ხის მოჭრის გულისთვის გადაგვატანინეს ფორუმზე. სულ სისხლისმსმელები და დედამიწაზე სიცოცხლის მტრები გვეძახეს.
თუ ფიქრობთ, რომ ვაზვიადებ-აგერ ლინკი, 60 გვერდიანი თემაა და ყველა გვერდზე ბღუჯა-ბღუჯა დაგლეჯილი თმები ყრია.. ნაციუზერებიც კი აღშფოთებულები პოსტავენ. ფბ-ზე ორი ივენთი გაიხსნა და ღამეებს უთენებდნენ ხეებს. გახსოვთ, ხომ? ჰოდა აი ამოვწიე ეს თემა და დავუწერე:
"აი, ახლა კიდევ ერთხელ გეუბნებით ქოცებო, თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას მაშინაც ფეხზე გეკიდათ ხეებიც და პატიმრებიც-ერთნაირად .
სასამართლოც და ადამიანის უფლებებიც, და ახლაც ფეხზე გკიდიათ. თქვენ ხართ ფარისევლები. არასოდეს მჯეროდა თქვენი ხელოვნურად დადგმული ისტერიკების და მართალიც ვიყავი. ახლა რატომ არ ისმის მოწოდებები? ჰა? მეროს დავესესხები და "კიშკა ტანკა"? აი როგორი "ოპოზიცია" ჰყავდა წინა ხელისუფლებას..."