-
2015-11-11 08:22
„ციკანი თონეში“ - ალბათ, ბევრს ახსოვს ფინანსთა სამინისტროს მიერ ერთერთ რესტორანში შეკვეთილი მენიუს ეს დეტალი, რამაც მაშინ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.
ფოტოები, რომლებიც „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის - თემურ მალანიას მიერ საჯარო სივრცისთვის განსაზღვრული გამოქვეყნებიდანაა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რას აღნიშნავდნენ, მაგრამ ქეიფით დასრულებული თავყრილობის მთავარი ატრიბუტი რომ სწორედ ეს, მთლიანად შემწვარი ციკანია, ბევრი რამით დასტურდება, პირველ რიგში კი იმით, რომ სწორედ ამ ციკნის წინ პოზირებენ ორივე სქესის საჯარო მოხელეები, ამავე დროს, რამდენიმე ფოტოზე ისინი ბავშვებთან ერთადაც კი არიან გადაღებული.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა თემურ ალანია "ფეისბუქზე" მეგობრებთან ერთად გატარებული დროის ამსახველ, მათ შორის, ქეიფის ფოტოებს აქვეყნებს. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში ის ასე ატარებდა დროს, რუსეთის სახელმწიფო ნომრების მქონე მანქანასთან ერთად, ხოლო "ფეისბუქზე" ზოგჯერ საკმაოდ საეჭვო ღირებულების ბმულებს აზიარებდა:

