ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, ხოლო 14% კოალიცია ქართულ ოცნებას. 5% კი, მხარს თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა.
ამასთან, გამოკითხულთა 31%-მა არ იცის, ხმას რომელ პარტიას მისცემდა. 11% პასუხზე უარს ამბობს. ხოლო 10% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 49% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.