
რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ორი პირის დაკავებას "ფეისბუქზე" ეხმიანება და სამივე დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
"რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუკში.