
ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმიანება ცნობილი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც ჟურნალისტებს სთხოვს, მთავრობას გააგებინონ, რომ თუ ასე გაგრძელდება, "მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები". "კვირის პალიტრასთან" საუბარში მომღერალი ამბობს:
"...საშინლად ვარ, ეს ე.წ. საზღვარი ისევ გადმოსწიეს... ეგ გადმოწევა არ დამთავრდება ჩვენ თუ არ მივხედეთ საქმეს ბოლოს და ბოლოს!
დაურეკეთ მთავრობას და ჰკითხეთ, იმათ უნდა თქვან როგორ უნდა მივხედოთ! რუსები ასე გადმოწევა-გადმოწევით თბილისამდე მოვლენ. უნდა იგრძნონ, კაცო, რომ ჩვენ ჩუმად არ ვართ! მაგათ ჰგონიათ ჩვენ მაინც ყველაფერს შევეგუებით და შედეგიც ეგ არის, რა! მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები...
ავწიოთ ხელები და ჩავბარდეთ, რაღას ვწვალობთ ამდენს! ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა –ერმა და ბერმა! ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან - მეორე. ეს რა არის, კაცო?! გვითხრან თუ ყველაფერი დამთავრებულია და უნდა შევეგუოთ რუსის თბილისში დაჯდომას, მაშინ აღარც ჩვენ ვიქნებით მუდმივად სულ ასეთ გაუგებრობაში! ნერვები აღარ არის, ვა!..
ახლა საავადმყოფოში ვწევარ, დიალეზზე ვარ შეერთებული. რომ შემეძლოს, სულ იქ ვიდგებოდი."