
ლელა კაკულია რუსეთის დაშლას, ვლადიმირ პუტინისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობასა და საქართველოში ნატოს შტაბ-ბინის გადმოტანას წინასწარმეტყველებს. ამის შესახებ ნათელმხილველმა „Newpress.ge“-სთან საუბარში განაცხადა.
" მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ პუტინს ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ. ეს დრო ძალიან ახლოს არის, ახლა იგი დაჭრილ დათვს გავს. დაჭრილი დათვი ძალიან საშიშია, თუმცა ნუ გეშინიათ, საქართველო იბრუნებს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საინგილოს. ფაქტიურად, ურთულესი მდგომარეობიდან გამოვძვრებით.
როცა ყველაფერი ირევა მსოფლიოში, საქართველო მაშინ მშვიდდება. რუსეთ-უკრაინის ომი 1992 წელს მაქვს ნაწინასწარმეტყველები. ჩემი წიგნი ამით იწყება. რუსეთი ფაქტიურად დაშლილია, მას თავისი საზღვრები აქვს დასაცავი.
ამერიკა არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმობს. ამერიკელი რესპუბლიკელები ეს არის ძალა რომელსაც ვერაფერი ვერ შეარყევს და რუსეთს დაარტყამს აუცილებლად.
ნატოს ცენტრალური შტაბ-ბინა იქნება საქართველოში, თბილისში. ამერიკა ყველაფერს აძლევს საქართველოს, იკეტება საზღვრები, ვხედავ რაკეტებს,"- განაცხადა Newpress.ge "-თან საუბარში წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ.