-
2015-05-10 23:42
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქზე" ავრცელებს თავის მორიგ სკანდალურ წინასწარმეტყველებას და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს.
"სკანდალური ხედვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით
2015 წლის 9 მაისი.
"ხუმრობის გარეშე ვურჩევ პრემიერს, მინისტრებთან შეხვედრებისას პლასტმასის ჭურჭლით ისარგებლოს. იმიტომ, რომ ვხედავ ერთ-ერთი გაგულისებული მინისტრი მოულოდნელად ჭიქას ესვრის.
საბედნიეროდ, პრემიერი კარგი რეაქციის წყალობით გადაურჩება ტრავმას, უცბად გასწევს თავს და ნასროლ ჭიქას აიცდენს. მე არ ვხუმრობ. მთელი სერიოზულობით ვაფრთხილებ პრემიერს ამის თაობაზე!" - წერს ლელა კაკულია.