
მარტვილის რამდენიმე სოფელში უბნის ინსპექტორები მოსახლეობის აღწერას ატარებენ და სხვადასხვა კითხვებს უსვამს, მათ შორის, აინტერესებთ, რომელი ინტერნეტ–პროვაიდერით სარგებლობენ ისინი.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ მარტვილში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შეატყობინეს.
მათივე თქმით, აღწერა წინა წლებშიც ტარდებოდა და მასში შსს–ს თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული, მაგრამ არ ახსენდებათ შემთხვევა, რომ უბნის ინსპექტორები მოსახლეობის ინტერნეტაქტიურობით დაინტერესებულიყვნენ.
ფაქტის შსს–ში გადამოწმებისას უწყების პრესსამსახურში რადიო „აფხაზეთის ხმას“ უთხრეს, რომ ჩვეულებრივი, წინასწარ დაგეგმილი, მოსახლეობის გეგმიური აღწერა ტარდება.