-
2015-04-25 00:33
"რეაქციის" ინტერაქტივში მაყურებლისთვის დასმულ შეკითხვას: "ვის მხარეს ხართ ივანიშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირებაში?" 34 ათასზე მეტი ზარი შევიდა.
მაყურებელთა უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის მხარე დაიკავა და საბოლოო შედეგში პრეზიდენტის მომხრეების რიცხვმა 23.260, ხოლო ივანიშვილის მომხრეებისამ - 10. 975 შეადგინა.
გადაცემის ბოლოს მისმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ბოდიში მოიხადა ტექნიკური გაუმართაობის გამო, რასაც, მისი თქმით, უჩიოდნენ მოქალაქეები, რომლებიც სტუდიაში რეკავდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი ხმა არ ფიქსირდებოდა:
"არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ეს შედეგები ამ შეფერხების გამო, მაგრამ ის ასე გამოიყურება...", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ და ინტერაქტივის შედეგები შეაჯამა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26