კოტე თოლორდავას ჩამოსვენების დეტალები

Image

იმის გამო, რომ მსახიობ კოტე თოლორდავას გადმოსვენებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, სააგენტო „ფოსტალიონი“ კოტეს ბავშვობის მეგობარს, მის ჯგუფელს, მსახიობ მერაბ ჭიქაშვილს დაუკავშირდა და სთხოვა ამასთან დაკავშირებით კომენტარი.

 

"შეიძლება ითქვას, ახლა ვარღვევ პირობას, რადგან მისი ბავშვობის მეგობრებთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად გვქონდა შეთანხმება, რომ კოტეს დასაფლავებამდე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებდით. მაგრამ გაჩნდა ბევრი შეკითხვა, უკვე ხუთმა ჟურნალისტმა მომმართა, სულ სხვადასხვა არასწორი ვერსიით, იმის შესახებ თუ ვინ ითავა კოტე თოლორდავას გადმოსვენება.

 

უბრალოდ მართლა მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან კულტურის სამინისტროს მხრიდან მართლა იყო ადამიანი, თანამდებობის პირი, რომელიც მთელი გულით ცდილობდა გადმოსვენების საკითხები მოეგვარებინა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ეს სამწუხაროდ არ გამოვიდა. როდესაც მივხვდით, რომ გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, არ არსებობდა სახსრები, ჩვენ კი ვჩქარობდით, ჩავერთეთ უკვე კოტეს მეგობრები.

 

რუსეთიდან ხვდებით, რომ გადმოსვენებას თანხები სჭირდებოდა, იქ გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ თანხებს ითხოვდნენ და სწორედ ამიტომ გაიწელა პარასკევამდე ეს პროცესი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან, ერთი თანამდებობის პირის მცდელობა იყო დაგვხვმარებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. რის შემდეგაც კოტეს ოჯახის ახლობლებმა და მისმა ბავშვობის მეგობარმა, აიღო ტელეფონი და დარეკა ქალაქ თბილისის მერიაში, თუ არ ვცდები მერიის ერთერთ მოადგილესთან თხოვნით, რომ თუ არის საშუალება გარდაცვლილ კოტე თოლორდავას გადმოსვენებასთან დაკავშირებით საჭირო თანხის რაღაც ნაწილი მაინც აეღოთ თავის თავზე. და მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 20 წუთში, მივიღეთ თანხმობა.

 

იქ ადამიანური ფაქტორიც ჩაერთო და მერიის თანამშრომლები მზად იყვნენ რაღაც ნაწილი საკუთარი ჯიბიდანაც კი გაეღოთ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მერიას გააჩნია სარეზერვო ფონდი და პირადად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ითავა და მერიამ გაიღო თანხები.

 

მეტიც, სასაფლაოს თემაც, რომ კოტე თოლორდავა, შედარებით ნორმალურ ადგილას დაეკრძალათ, ესეც კი მერიამ მოაგვარა. ჩვენ ყველას მოლოდინი გვქონდა, რომ ამ ყველაფერს კულტურის სამინისტრო აიღებდა თავის თავზე, სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და მთელ საქართველოს მხოლოდ ორი დღე ექნება საშუალება პატივი მიაგოს მსახიობს და მიუსამძიმროს მის ოჯახს.

 

მერია რომ არ ყოფილიყო ალბათ ესეც არ იქნებოდა. ეს არის სიმართლე, რომელიც მინდა იცოდეს საზოგადოებამ. ამის მეტს მე აღარ გავაკეთებ კომენტარს, იქამდე, სანამ ამ ადამიანს არ დავასაფლავებთ.“ – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

 

 

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. ტერმინალთან, საიდანაც მსახიობი გამოასვენეს, მეგობრები, ნათესავები და კოლეგები იმყოფებოდნენ. აეროპორტიდან კოტე თოლორდავას ცხედარი წყნეთის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

 

კოტე თოლორდავას პანაშვიდი წყნეთის ქუჩაზე ხვალ, 18 აპრილს, 16:00 საათიდან დაიწყება. მიცვალებულს კვირას დილით ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ. 13:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, კვირას, 15:00 საათზე კი მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

"ფოსტალიონი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !