საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე - 31 მარტი

Image

საქართველოს უახლეს ისტორიაში უამრავი სიმბოლური დამთხვევით სავსე თარიღი არსებობს, რომელთა ჩამოთვლასაც აქ არ შევუდგებით. ერთ-ერთი მათგანი 1991 წლის 31 მარტია, როცა საქართველოში ჩატარდა საერთო-სახალხო კენჭისყრა, რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.

 

 

zviad.jpg

 

მასში მოსახლეობის 90-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და 88 პროცენტმა (3. 326. 100 მონაწილიდან 3. 295.493 ადამიანმა) კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზეა?“ - დადებითად უპასუხა.

 

მაშინ კრემლს ამ რეფერენდუმზე ისეთივე შხამიანი გამოხმაურება ჰქონდა, როგორიც კარგად ჯდება მის ისტორიულ, იმპერიულ სტილში. რუსულმა მას-მედიამ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგები 1 აპრილს გახდა ცნობილი და ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე ტყუილის დღედაა მიჩნეული...

 

ბევრს დღემდე ჰგონია, რომ 1991 წელს რეფერენდუმის ჩატარების თარიღი საგანგებოდ დაამთხვიეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ.

 

1990 წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხელისუფლების წინაშე უამრავმა გადასაჭრელმა პრობლემამ მოიყარა თავი: უნდა გარკვეულიყო სსრკ-ს მემკვიდრეობის საკითხი; უნდა დაჩქარებულიყო დიპლომატიური მუშაობა საერთაშორისო არენაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა - სხვა ქვეყნების მიერ მისი აღიარების მიზნით; უნდა ჩამოყალიბებულიყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურები და, რაც მთავარია, ჯერ ხალხს, სრულიად საქართველოს ქართველ და არაქართველ მოსახლეობას, ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, სურდათ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

ცაიტნოტის რეჟიმში მყოფი ეროვნული ხელისუფლება ამ საკითხების გადასაჭრელად ყველა ღონეს ხმარობდა. ბუნებრივია, რეფერენდუმი ზამთარში ვერ ჩატარდებოდა და ამისთვის გაზაფხულის პირველი თვე შეირჩა. წინასწარვე გადაწყდა ისიც, რომ რეფერენდუმი გაზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირას ჩატარებულიყო.

 

ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ცოტას თუ ახსოვდა, რომ მარტის ბოლო კვირადღე იმ წელს 31 მარტს უწევდა და რომ ეს დღე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. ასე რომ, დამთხვევა მხოლოდ ერთია - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იმ წელს კვირადღე იყო და იმ მიზეზით, ვინმეს არ ეფიქრა, საგანგებოდ დაამთხვიესო, რეფერენდუმის ვადის გადაწევა, ან პრიქით, გადმოწევა მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა, ამიტომაც, რეფერენდუმი სწორედ 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა.

 

ეს რეფერენდუმი, პირველ რიგში, იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოსახლეობის რეკორდულად დიდმა ნაწილმა ქვეყნის დამოუკიდებლობა ისურვა. ამით ქართველმა ხალხმა (არამარტო ქართველმა) უარი თქვა სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე. რეფერენდუმი საოცარი ერთსულოვნების ფონზე ჩატარდა და ეს ერთსულოვნება არ გამოხატულა მხოლოდ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემით:

 

1989 წლის 9 აპრილის შემდგომი დღეების ნაცვლად, 31 მარტს ქართველებს ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე ოდესმე და ერთმანეთის მიმართ თბილ გრძნობებს არ იშურებდნენ. 1991 წლის 31 მარტს მილიცია თითქმის უსაქმოდ იყო: არანაირი ექსცესი, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ყოყმანი: საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმის მისაცემად გამოსულ ხალხზე მეტი არც ერთ შემდგომ პერიოდს არ ახსოვს.

 

სსრკ-ს მემკვიდრეობაზე უარის თქმისა და რეფერენდუმის პასუხების შემდეგ დღის წესრიგში ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა. თარიღზე ბევრი არ უფიქრიათ: 9 აპრილი მოდიოდა, რომელიც ქართველებისთვის როგორც საკრარული და ტრაგიკული, ასევე ყველას გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი დღე იყო, ამიტომაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ 1991 წლის 9 აპრილი დასახელდა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ, სიმბოლურ დამთხვევად უნდა ჩაითვალოს.

 

როგორც ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები და თანამებრძოლები, მასთან დაახლოებული პირები იხსენებენ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტი (მაშინ ჯერ კიდევ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე) ძალიან ჩაფიქრებული ყოფილა. - რა თქმა უნდა, წინასწარ სჯეროდა დადებითი შედეგის, მაგრამ ბატონ ზვიადს არაერთხელ უთქვამს პირად საუბრებში, რომ იმ დღეს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ინერვიულა. მაშინდელი გარემოცვის წევრთა ინფორმაციით, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ზვიად გამსახურდია ბავშვივით გახარებული იყო...

 

რაც შეეხება რეფერენდუმს, 1991 წელს დასმულ კითხვაზე გაცემული დადებითი პასუხების პროცენტულ მონაცემებზე ბევრმა დღესაც უნდა იფიქროს და თავის თავს ჰკითხოს, მხარს უჭერს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობას...

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !